ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტების წინაამღდეგ გამოდის. როგორც საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტება მაუწყებლობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სამოქალაქო სექტორის ცალკეული ჯგუფების ინიციატივას, თავად წარადგინონ კანდიდატები მეურვეთა ვაკანტურ თანამდებობებზე.
"საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 15-მდე გაიზარდა, თუმცა შერჩევის წესი იგივე დარჩა. კანონში არსად არაა საუბარი კვოტებზე და გადანაწილების წესებზე. შესაბამისად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მათ სამეურვეო საბჭოში კვოტები აქვთ, კანონსაწინააღმდეგოა", - განაცხადა ხიდაშელმა.