ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვიქტორ სუჯაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ყაზბეგის გამგებლად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ღუდუშაური დაინიშნა.
როგორც მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვიქტორ სუჯაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
„სუჯაშვილი ჩვენ არ გაგვითავისუფლებია. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა", - აღნიშნა ამირხანაშვილმა.
ვიქტორ სუჯაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე 2010 წლის 17 ივნისიდან მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები