შინაგან საქმეთა სამინისტრო საკადრო ცვლილებების შესახებ განცხდებას ავრცელებს. სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიხედვით მინისტრს, ბაჩანა ახალას ექვსი მოედგილე ეყოლება.
შეიცვალა მთელი რიგი დეპარტამენტებისა და სახარეო სამმართველოების ხელმძღვანელები.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შემდეგი დანიშვნები განახორციელა:
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - ეკატერინე ზღულაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - შოთა ხიზანიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - შალვა ჯანაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ლორთქიფანიძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნოდარ ხარშილაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკა ძიმცეიშვილი.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი - პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი - პოლკოვნიკი ლევან ქარდავა.
შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი - ვიცე პოლკოვნიკი რევაზ შიუკაშვილი.
შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი - პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ გუნავა.
შსს იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე.
შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გიორგი კოკაია.
შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი.
შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის მაიორი ილია გამგებელი.
შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი.
ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი - ირაკლი ყიფშიძე.