"გაწვევითი ჯარის გაუქმება სულელური იდეაა", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა დიმიტრი შაშკინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წარდგინებისას და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
"რომელ ქვეყანაში არ არის პროფესიული ჯარი - ასეთი გამოწვევების მქონე ქვეყანაში. სინგაპურში არის საყოველთაო გაწვევა, ისრაელში არის საყოველთაო გაწვევა ქალების, კაცების. ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან მეორე მხრივ ეკონომიკაც გასავითარებელი გვაქვს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ყველა კატეგორიის მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით ქვეყნის თავდაცვაში ჩართული უნდა იყოს და ეს არ უნდა იყოს მარტო ვიღაც ერთი ცალკე აღებული პროფესიონალის პრივილეგია", - განაცხადა სააკაშვილმა დიმიტრი შაშკინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის წარდგინებისას.