შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი P-24 ,,სოხუმი " საერთაშორისო საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთსა და უკრაინაში გაემგზავრა.
საზღვაო წვრთნები ,,Black Sea Hawk 2012", თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების მიერაა ორგანიზებული და შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის უწყებების თანამშრომლობის ფორუმის ,,BLACKSEAFORUM" ფარგლებში ხორციელდება.
7 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ხომალდი ,,სოხუმი", უკრაინაში მონაწილეობას მიიღებს ,,პარტნიორობა მშვიდობისთვის" (PFP) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ წვრთნებში ,,Sea Breeze 2012".