ჰაიტიზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა შესძლეს.
35 წლის მამაკაცი მტვრის სქელ ფენაში იყო გახვეული. მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 130-მდე ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, თუმცა გადარჩენილთა პოვნის იმედი სულ უფრო მცირდება.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ჰაიტიზე მომხდარი 7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 200 ათასი ადამიანი დაიღუპა.