რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის შეფასებით, ახალგორის რაიონში ოკუპანტების მხრიდან საბუთების რუსულ ენაზე თარგანა ტრაგედიად არ უნდა აღიქმებოდეს.
"რუსმა ოკუპანტებმა ქართული ენა არ იციან, აქედან გამომდინარე დოკუმენტების რუსულ ენაზე თარგმა ჩვენთვის მოულოდნელი არ არის და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ჩვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობას გადაგილების და ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ახალგორში საგუშაგოების შემცირებას, იაკობაშვილის შეფასებით, ოკუპანტების და სეპარატისტების მხრიდან არც ეს ქმედებაა მოულოდნელი.