ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა, დაშავებულია დაახლოებით 2800 ადამიანი.
ხელისუფლების ცნობით, არასრული მონაცემებით, 812 ადამიანი დაიღუპა კუნარის პროვინციის ნურგალის (მაზარ დარა) რაიონში, ასევე ჩავკაიში, ვატაპურში, მანოგიში, ჩაპა დარასა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.
კვირას, შუაღამისას, აღმოსავლეთ ავღანეთის ოთხ პროვინციაში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ყველაზე მეტად კი მთიანი კუნარის რეგიონი დაზარალდა, რამაც მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა 5.2 და 4.7 მაგნიტუდის შემდგომმა ბიძგებმა, რამაც მეწყერი გამოიწვია და ვითარების მოგვარების საწყის მცდელობებს ხელი შეუშალა.