"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია
დედაქალაქის მერიას საბავშვო ქალაქ "მზიურის" ტერიტორიის "განადგურებაში" ადანაშაულებს.
ალასანიამ "მზიურში" ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დღეს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან ერთად პირადად დაათვალიერა.
მისი განმარტებით, მაგისტრალის მშენებლობა გენერალურ გეგმაში გაწერილი არ არის, რის კონტექსტშიც პროექტს უკანონოდ აფასებს.
"მინდოდა მენახა როგორ მიმდინაორებს სამუშაოები და დავრწმუნებულიყავი, რომ მშენებლობა დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას ზიანს არ მოუტანს.
ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისთვის სხვადასხვა ღონისძიება უნდა ჩატარდეს, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მითუმეტეს ასეთი მასშტაბურ მშენებლობა წინასწარ კვლევებზე უნდა იყოს დამყარებული. ამ შემთხვევაში ჩანს, ხეობა ნადგურდება და მაგისტრალის მშენებლობის გადაწყვეტილებაც სპონტანურადაა მიღებული", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.