ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, რუსეთთან დიალოგის არხების გამონახვა შესაძლებელია.
"რუსეთთან დიალოგის აღდგენა აუცილებელია სხვადასხვანაირ ფორმატში.
არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ყოველთვის შეიძლება მოინახოს დიალოგის არხები, თუნდაც კულაურულად", - განუცხადა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მიზანშეწონილობის საკითხზე კომენტირებისას არეშიძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ვინაიდან ქვეყნის მართვის ბერკეტი ოპოზიციის ხელში არაა, ამიტომ, აუცილებელია, ამ პროცესში ხელისუფლება იყოს ჩართული.
"მთელმა პოლიტიკურმა სპექტმა უნდა მოილაპარკოს, რა უნდა გაკეთდეს საქართველოსთვის ხვალ. ამაზე არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ყველა ერთად უნდა შეჯერდეს", - განმარტა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა არეშიძე ერთ-ერთი იყო იმ ექსპერტთაგან, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის პარტიის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციას ესწრება, სადაც მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საკუთარ საგარეო კურსს აცნობს.