დონეცკის კიროვის რაიონის პროკურატურამ ქართველი დამკვირვებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. "სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარების დროს ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლით", _ აცხადებს დონეცკის ქალაქის თავი ალექსანდრე ლუკიაჩენკო.
"დონეცკის კიევი რაიონის პროკურატურამ უკრაინის სიხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აქმე აღძრა _ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით. გაირკვა რომ ე.წ. დამკვირვებლები საქართველოდან ყალბი დოკუმენტებით სარგებლობდნენ",_ განუცხადა დღეს ლუკიაჩენკომ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ დონეცკში ამჟამად 400-500 ქართველი ე.წ. დამკვირვებელი რჩება.