გურიის რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა ლანჩხუთის რაიონის სამ სოფელს შორის, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პარალიზებული იყო.
სტიქიის შედეგად განსაკუთრებულად დაზარალდა ოზურგეთის რაიონის სოფელი ურეკი, სადაც წყლის დონემ თითქმის ნახევარ მეტრს მიაღწია და ასამდე მოსახლე დატბორა.
გურიის რეგიონში მოსულმა 8-საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ურეკის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და შინაური ფრინველის გარეშე დატოვა.
ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.