კვლევების საფუძველზე, რომელიც ისრაელის კფა-საფეს "მეირის" საავადმყოფოს კარდეოლოგიურ განყოფილებაში ჩატარდა, ინფარქტის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდიკა შემუშავდა.
დიაგნოზისთვის ოჯახის ექიმს პაციენტის თმის ღერი სჭირდება. შესაბამისი კვლევა წარმოდგენილი იქნება ისრაელის კარდიოლოგთა კონგრესზე.
სამედიცინო წრეებში ცნობილია, რომ ინფარქტისა და გულის დაავადებებს ძირითადად იწვევს სტრესების დაგროვება, თუმცა ყოველი ადამიანი პრობლემებზე სხვადასხვა სახით რეაგირებს და ე. წ. წითელი ხაზის განსაზღვრა ხშირ შემთხვევაში რთული ხდება.
"მეირის" საავადმყოფოს ექიმებმა კანადურ მეთოდიკაზე დაყრდნობით შეძლეს ჰორმონის სტრესში კორტიზონის შემადგენლობის განსაზღვრა. 150 პაციენტზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რიგ პაციენტებს კორტიზონის დონე მაღალი ჰქონდა, რაც მათ ე. წ. წითელ ზოლთან მიახლოების მაჩვენებელია.
კარდეოლოგები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ოჯახის ექიმისთვის სრულიად ადვილი იქნება, თმის ღერის გამოყენებით ჩაატაროს ძალიან მარტივი ანალიზი, რის საფუძველზედაც მოხდება ინფარქტის წინაპერიოდის პროფილაქტიკა.