ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელმა უსამა ბენ ლადენმა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში მოალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა და დასძინა, რომ ტერაქტები იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აშშ ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ არაბულმა ტელეახმა "ალ-ჯაზირამ" გაავრცელა.
არხის საკუთრებაში არსებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომლის უტყუარობაც ჯერ არავის დაუდასტურებია, ტერორისტების ლიდერმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა თვითმფრინავ " Aირბუს 330" -ის აფეთქების მსვლელობაზე. აღნიშნული თვითმფრინავი 25 დეკებერს ამსტერდამი-დეტროიტის რეისს ასრულებდა. ბინ ლადენმა ასევე გააფრთხილა ობამა, რომ ტერორისტული იერიშები აშშ-ს მიმართულებით გაგრძელდება.
"ამერიკას შეუძლია არც კი ოცნებოს მშვიდონაზე, მანამ ვიდრე ჩვენ ასე ვცხოვრობთ პალესტინაში. უსამართლობაა ის რომ თქვენ ტკბებით უსაფრთხოები, მაშინ როდესაც ჩვენი ძმები ღაზაში იტანჯებიან",_ ნათქვამია აუდიოჩანაწერში.
"ჩვენი იერიშები თქვენზე გაგრძელდება მანამ ვიდრე თქვენ გააგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას",_ ნათქვამია აუდიოჩანაწერში.