დღეს მოსკოვში სამუშაო ვიზიტით პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი ჩადის.
ხვალ, 26 იანვარს, სოჭში იგი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მსვლელობისას განხილული იქნება ახლო აღმოსავლეთში ამჟამად არსებული სიტუაცია და რეგიონში მშვიდობიანი პროცესის პერსპექტივები.