"ქრისტიან-დემოკრატები" სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრემინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის შესახებ კანონპროექტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ხვალ გავა. "ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს დელეგაციას მოუწოდებენ, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ფასეულობებს და საფრთხეს უქმნის ერის დემოგრაციულ განვითარებას.
"ქრისტიან-დემოკრატები" საკუთარ პოზიციას ევროსაბჭოს სესიაზეც დააფიქსირებენ.
"ვითვალისწინებთ საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევას, მოვუწოდებთ ქართულ დელეგაციას, გაითვალისწინოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოწოდება და მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ პროექტს, რადგან დოკუმენტი თავისი შინაარსით წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ფასეულობებსა და სულიერ ღირებულებებთან", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის პრესსამსახურის უფროსმა ზაზა გაბუნიამ.