ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მოსკოვში გაემგზავრა.
მან ვიზა რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ მაინც მიიღო. შეგახსენებთ, რომ გამსახურდია რუსეთის დედაქალაქში ჩასლვას წინა კვირას გეგმავდა, თუმცა აქამდე ვიზიტის მოლოდინში იყო.
"მოსკოვში ჩვენ გადავწვიტეთ გამგზავრება, რათა დავკითხოთ ის მაღალჩინოსნები და ძალოვნები რომლებსაც შესაძლოა ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდონ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. განაცხადი არის რათქმაუნდა პარლამენტის ოფიციალურ ბლანკზე, მაგრამ ეს არის უჩვეულო გზა. ჩვეული გზა იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული ნოტა, რასაც მოყვებოდა მათის მხრიდან დაუყოვნებლიბი რეაგირება ანუ ვიზის გაცემა. ვინაიდან ეს ასე არ მოხდა კონული ვერ იღებს გადაწყვეტილებას და იგი უცდის თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მითითებას", _ განაცხადა გამსახურდიამ.B
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის თავმჯდომარეს მოსკოვში დაგეგმილი აქვს შეხვედრა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებსაც შესაძლოა საქართველო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ გარკვეული სახის ინფორმაცია ჰქონდეთ. იგი ამ მიზნით იგი შოთა კვირაიასთან, თენგიზ კიტოვანთან და იგორ გიორგაძეთან გეგმავს გასაუბრებას.