ხვალ, 25 იანვარს, ევროსაბჭოს ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიხსნება.
სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი გათვალისწინებული არ არის, თუმცა ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რამდენიმე წინადადების დაყენებას ფრაქციის ფორმატში მაინც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სესიაზე რუსეთ-საქართველოს საკითხის განხილვას უნდა მომხდარიყო, თუმცა საკითხი საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.
ევროსაბჭოს ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 29 იანვარს დასრულდება.