ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ხორსანტრავში თვითმფრინავის ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ირანის საინფორმაციო სააგენტო "ირნა" იუწყება.
თვითმფრინავი, რუსეთის ავიაკომპანია "კოგალიმოვაიას" საკუთრებაა, რომელიც ირანის ავიაკომპანია "ტაბანს" იჯარით ჰქონდა აღებული.
აალება თვითმფრინავის უკანა ნაწილში მაშინ გაჩნდა, როცა ბოინგი ქალაქ მეშხეთის აეროპორტში ჯდებოდა. 20 ადამიანზე მეტი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით ქალაქის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
თვითმფრინავი ქალაქ ტაბადანიდან მეშხეთში მიფრინავდა. როგორც რიგი მედიასაშუალებები იტყობინებიან, საუბარია რუსეთის მიერ წარმოებულ "ტუ-154" ტიპის თვითმფრინავზე, რომლის გამოშვების შეწყვეტას რუსეთი მიმდინარე წლიდან გეგმავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ტიპის თვითმფრინავის კატასტროფა 2009 წლის 15 ივლისსაც დაფიქსირდა, როდესაც ბოინგი, რომელიც რეისს თეირანიდან ერევნისკენ ასრულებდა, აფრენიდან 16 წუთის შემდეგ პროვინცია კაზვინში ჩამოვარდა. მაშინ კატასტროფის შედეგად 168 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც დაიღუპნენ. კატასტროფის მიზეზად ძრავის გაუმართაობა დასახელდა.