ხვალიდან, 25 იანვრიდან, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" საარჩევნო სიების გადამოწმებას "კარდაკარ" შემოვლის პრინციპით დაიწყებს.
სწორედ "კარდაკარ", - ასე ქვია აქციას, რომელიც ხვალიდან თბილისსა და ქვეყნის 15-20 რაიონში, 15 თებერვლიდან კი - საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, აქციის მიზანია ამომრჩეველთა სიების გადამოწმება და საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტება, "რომელშიც უზუსტობებს და ხარვეზებს შეიცავს"
"სიებში უზუსტობები შეგნებულადაა დაშვებული, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ შედეგების გაყალბება შესძლოს", - განმარტავენ პარტიაში.