უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასული ბანკირი სერგეი ტიგიპკო (13%) არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ თანხმობას განაცხადებს პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავებაზე. განცხადება ამის შესახებ თავად ტიგიბკომ "ბი-ბი-სის" უკრაინულ სამსახურს.
ტიგიბკომ განაცხადა, რომ მზადაა "პრემიერობის საკითხის" განსახილველად, იმ შემთხვევაში "თუკ ახალი პრეზიდენტი ბოდიშს მოიხდის პოპულიზმისათვის".
"თუ ახალი პრეზიდენტი განაცხადებს: ძვირფასებო, არჩევნები ჩატარდა, ბევრი რამ ითქვა, ბოდიშს ვიხდი ამ პოპულიზმისათვის, ქვეყანას ცვლილებები სჭირდება, მე არ მეშინია არაპოპულარული ნაბიჯების, _ მაშინ მე მზად ვარ ისინი გადავდგა პრემიერის რანგში",_ განაცხადა ტიგიბკომ და დასძინა, რომ იგი მზადაა თავისი სახელითა და იმიჯით გარისკოს.
"და მე ამის არ მეშინია, იმიტომ, რომ მე შემიძლია ყველაფერი ავუხსნა ხალხს და ისინი კარგად გამიგებენ",_ განაცხადა ტიგიბკომ. თუმცა ამავდროულად არ დააკონკრეტა თუ მეორე ტური გასულ კონკრეტულად რომელ კანდიდატთან აპირებს თანამშრომლობას.
ტიგიბკო ასევე აცხადებს, რომ იგი თავისი ამომრჩევლებისათვის არ აპირებს შეთავაზებას თუ მეორე ტურში გასულ რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში გასულმა იულია ტიმოშენკომ უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი სერგეი ტიგიბკოს პრემიერის თანამდებობას შესთავაზებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი არჩევნების მეორე ტურში მის მხარდაჭერაზე უარს იტყვის. არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 7 თებერვალს გაიმართება.
ტიმოშენკოს ოპონენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა დააგროვა, მისი გამარჯვების შემთხვევაში მომავალი პრემიერის ვინაობას არ ასახელებს. ამასთან ერთად მან განაცხადა, რომ მის პროგრამაში არის ბევრი საერთო ტიგიბკოსა და არსენიი იასენიუკის (მეოთხე ადგილი) პროგრამებთან.
თუმცა იულია ტიმოშენკოს ბლოკი არსებული წყარო იუწყება, რომ თავად ტიმოშენკოს თქმით, ტიგიპკო და იაცენიუკი "სამწუხაროდ" უკვე მოელაპარაკნენ "რეგიონების პარტიას" მხარდაჭერის შესახებ.
"ჩვენ მიგვახვედრეს რომ ტიგიპკო არჩევნების მეორე ტურში ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს, იმ უბრალო მიზეზი გამო, რომ "რეგიონები პარტია" უკვე დაპირდა ამ კანდიდატებს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, რომელთა შედეგადაც ტიგიპკო შესაძლოა უმაღლეს რადაში მოხვდეს", _ აცხადებს წყარო.