"ალიანსი საქართველოსთვის" "ჰუმან რაითს ვოთჩის" დასკვნას ეხმაურება.
"ალიანსი საქართველოსთვის" წევრები ხელისუფლებისგან საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებას ითხოვენ.
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის, ვიქტორ დოლიძის განცხხადებით, საუბარი ეხება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას. დოლიძის თქმით დასკვნაში წერია, რომ გამოსაძიებელია მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ასევე გამოსაძიებელია 2006 წელს მეხუთე საპყრობილეში აჯანყების ჩახშობის მეთოდები და 2007 წლის 7 ნოემბერი.
"არ შეცვლილა პატიმრების მდგომარეობა ციხეებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოდერნიზებული ციხე აშენდა თბილისში. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საპროტესტო მანიფესტაციების კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით", _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.