2 თებერვალს სტრასბურგში საქმის "გირგვლიანი-ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ" განხილვა აღარ გაიმართება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა. შავგულიძის თქმით, საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმის განხილვის გადადების მიზეზი საქართველოდან გაგზავნილი მოსამართლის, ნონა წოწორიას თვითაცილება გახდა.
შავგულიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე ახალი მოსამართლის წარსადგენად ერთი თვის ვადა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში საქმის "გირგვლიანი-ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ" განხილვა 2 თებერვალს უნდა გამართულიყო. გირგვლიანების ოჯახის ინტერესებს სტრასბურგში ადვოკატი შალვა შავგულიძე დაიცავს.