სტომატოლოგიური მკურნალობა ლაზერით, ტკივილისა და ბორმანქანის გარეშე!
რატომ გაიხსნა სტომატოლოგიური კაბინეტი დიაბეტის ცენტრში და რატომ უნდა იმკურნალოს დიაბეტით დაავადებულმა სწორედ ლაზერის უახლესი აპარატით
ანი კილაძე
ალბათ, თქვენთვის წარმოუდგენელია კბილების მკურნალობა ბორმანქანისა და ტკივილის გარეშე. ბევრი პაციენტი, სწორედ ამ უსიამოვნო პროცედურის გამო ერიდება სტომატოლოგთან ვიზიტს. არადა, ბევრმა არ იცის, რომ დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი `დიაკორი-75~, პაციენტებს სრულიად ახალ, უნიკალურ მომსახურეობას სთავაზობს _ კლინიკამ ორიოდე თვის წინ, პირველად საქართველოში, მსოფლიოში ფართოდ დანერგილი და წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკებისათვის პრიორიტეტული, სტომატოლოგიური ლაზერის უახლესი თაობის აპარატი ჭატერ Lასე თურბო შემოიტანა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პირის ღრუში მანიპულაციები განხორციელდეს სრულიად უკონტაქტოდ, ბორმანქანის გამოყენებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისა და ხმაურის გარეშე, უანესთეზიოდ ან ღრმა კარიესის შემთხვევაში, ანესთეზიის მცირე დოზების გამოყენებით, ტკივილისა და ინფიცირების გარეშე, თანაც ძალიან სწრაფად.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა _ რა კავშირშია სტომატოლოგია დიაბეტთან?
როგორც კლინიკის დირექტორი, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რამაზ ყურაშვილი განმარტავს, `დიაბეტი ის დაავადებაა, რომელიც მთელ სხეულს აზიანებს, მათ შორის პირის ღრუს. დიაბეტის მქონე პაციენტის პირის ღრუს მოვლა დიაბეტოლოგიაში უკანასკნელ წლებში ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა და დადგა დიაბეტის ისეთი ნაცნობი გართულებების გვერდით, როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია და ა. შ. 2009 წ. შეიქმნა დიაბეტის მქონე პაციენტებში პირის ღრუს მოვლის გაიდლაინი.
დიაბეტის მქონე პირებში მაღალია პირის ღრუს დაავადებების განვითარების რისკი, განსაკუთრებით, არასათანადო გლიკემიური კონტროლისას.
რაც უფრო ცუდია სისხლის შაქრის მაჩვენებლები, მით უფრო ხშირად ვლინდება პირის ღრუში სხვადასხვა ანთებითი პროცესი, რაც იწვევს როგორც კბილების რყევასა და შესაძლო დაცვენას, ასევე ზოგადად, მთელ ორგანიზმში სისხლძარღვების დაზიანებას~.
ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლალი ნიკოლეიშვილი: საერთოდ, სტომატოლოგებისათვის პრობლემურია დიაბეტიან პაციენტებთან ურთიერთობა. მათ პირის ღრუში მანიპულაციებს ხშირად თან ახლავს გართულებები, მაგალითად, ინექციის შემდგომი ინფიცირება, სისხლდენა. ქირურგიული ჩარევის შედეგად, ძნელად ხორცდება ჭრილობები. პრობლემურია მათი ყბების პროტეზირებაც. ყველაზე ხშირად კი გავრცელებულია ღრძილების დაავადება. პარადონტოზის საბოლოო შედეგი კი, კბილების მორყევა და დაცვენაა.
ასეთი ტიპის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო საშუალებაა სტომატოლოგიური ლაზერის აპარატის გამოყენება. ლაზერის სხივი, რამდენიმე წამში, უმტკივნეულოდ აჩერებს სისხლდენას, სპობს დაზიანებისა და ინფექციის კერას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას. კისტებისა და გრანულომების მკურნალობა ერთ სეანსშია შესაძლებელი, ღრძილების მკურნალობა კი სამ სეანსში. კბილის დამუშავება დაბჟენისათვის, ასევე ლაზერის სხივით ხდება, ბურღის გამოყენების გარეშე, ლაზერის სხივი მხოლოდ დაზიანებულ ქსოვილს იღებს, ამ მეთოდით დაბჟენილი კბილები უფრო დიდხანს ძლებს, ჩვენი პაციენტები უკეთ გრძნობენ თავს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მნიშვნელოვანია, რომ ლაზერის გამოყენებით პაციენტი დაზღვეულია ამა თუ იმ ინფექციური დაავადებებისაგან (შიდსი, ჰეპატიტი).
საინტერესოა, აქვს თუ არა უკუჩვენება ლაზერით სტომატოლოგიურ მკურნალობას და რა პრინციპით მუშაობს ეს უნიკალური აპარატი. როგორც ექიმი-სტომატოლოგი ლია ჯოლბორდი განმარტავს, `ჭოტერლაზე MD აპარატის შექმნისას გამოყენებულია NAშA-ს ტექნოლოგიები. ეს არის წყლისა და ლაზერის ახალი კომბინაცია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ლაზერის სხივის (ტალღის ოპტიმალური სიგრძეა 2780 ნანომეტრი) წყლის წვეთზე ზემოქმედებით გამოიყოფა ჰიდროკინეტიკური ენერგია, რაც საშუალებას იძლევა, უკონტაქტოდ დამუშავდეს როგორც კბილების, ასევე ყბის ძვლის მაგარი ქსოვილები. ნებისმიერი კარიესული ღრუ მზადდება დაბჟენისათვის, ყელის კარიესისა და სოლისებრი დეფექტების მკურნალობა არ იწვევს კბილზე მიკრობზარების გაჩენას, კარიესული ქსოვილების მოშორება ხდება შერჩევით ისე, რომ არ ეხება დენტინსა და მინანქარს, ლაზერი ახდენს იდეალურ სტერილიზაციას. სწრაფად ახორციელებს პულპექტომიას, პულპის ექსტირპაციას, აფართოვებს, ასუფთავებს და ასტერილებს არხებს, ჭრის და აკონტურებს ძვლოვან ქსოვილს, გარემომცველი ქსოვილების გახურების, ტრავმებისა და დაზიანების გარეშე.
------------------------
თანამედროვე სტანდარტების კლინიკა `დიაკორი 75~, რომელიც ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში, მე-5 სართულზეა განთავსებული და სადაც სწორედ ეს უნიკალური სტომატოლოგიური კაბინეტი ფუნქციონირებს, მოემსახურება ნებისმიერ მოქალაქეს და აქვე, პროფესორი რამაზ ყურაშვილი საინტერესო ინფორმაციასაც გვაწვდის: `პირის ღრუს დიაგნოსტიკით, შესაძლებელია, განვსაზღვროთ, რამდენად დაავადებულია ზოგადად ორგანიზმი, აქვს თუ არა დიაბეტის განვითარების რისკი და პრევენციული ზომებიც მივიღოთ~.
-----------------------
სტომატოლოგიური მომსახურეობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის სპეციალური პროთეზები და ღრძილების მოვლის სისტემა, ზოგადი თერაპია, ორთოპედია, ბავშვთა სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, იმპლანტოლოგია. აქვე შესაძლებელია კბილების ლაზერული გათეთრება, რაც ძალზე ეფექტურია და ხანგრძლივად ინარჩუნებს სიქათქათეს.
----------------------------------
დაივიწყეთ, რომ არსებობს ბორმანქანა და ბურღი, ლაზერული სტომატოლოგია _ ეს არის ჯანსაღი კბილები ტკივილის გარეშე, სტომატოლოგიაში ლაზერის გამოყენების უკუჩვენება კი, არ არსებობს!