უკრაინიდან საქართველოში დეპორტირებულია ე. წ. კანონიერი ქურდი გიზო ქარდავა. ქარდავას ხუთი წლის განმავლობაში აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე ჩასვლა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბედრიკოვსკიმ გააკეთა.
საქართველოს მოქალაქე გიზო ქარდავა, კრიმინალურ წრეებში "გიზო გალელის" ზედმეტსახელად იყო ცნობილი.
ქარდავა კიევში 2010 წლის 14 იანვარს დააკავეს. ადრე იგი არაერთგზის იყო ნასამართლევი საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო.
ბედრიკოვსკის განცხადებით, ქარდავა უკრაინაში არალეგალურად იმყოფებოდა. იგი უკრაინის ტერიტორიაზე გამოძალვას ეწეოდა. ასევე ცდილობდა კონტროლის დამყარებას ჩრდილოვან ბიზნესზე, რომელიც ადრე ე. წ. კანონიერი ქურდის "ანთიმოზის" გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამ უკანასკნელის ექსტრადირება საქართველოში 2009 წლის მაისში მოხდა.