აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, თურქეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს "თიკას" პრეზიდენტი, სერდარ ჩამი მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მათი სურვილია 2012 წელს აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
მალე ბათუმში უცხო ენათა ცენტრი ამოქმედდება, სადაც თურქული ენის გარდა ინგლისურის შესწავლაც იქნება შესაძლებელი. შარშან "თიკას" ხელშეწყობით ხულოში, ქედასა და ქობულეთში მოძველებულ პოლიკლინიკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ამჯერად მახინჯაურის სამედიცინო ცენტრის შეკეთება იგეგმება.
შეხვედრაზე მაჭახელა-მარადიდის შემოვლითი გზის მშენებლობაზედაც ისაუბრეს. მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები სამომავლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში გეგმავენ თანამშრომლობას.