რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შვიდი რუსული რეგიონისგან შემდგარი ჩრდილო -კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი. ახალ ფედერალურ ოლქში კი თავის რწმუნებულად კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ხლოპონინი დანიშნა.
მედვედევმა ხლოპონინთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ჩრდილო -კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევლენ: სტავროპოლის ოლქი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა- ალანია. ფედერალური ოლქის ცენტრი პიატიგორსკი იქნება. ადრე ყველა ეს რეგიონი სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შედიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სპეციალურ ადამიანს დანიშნაცდა, რომელიც ჩრდილო კავკაიაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი იქნებოდა. მაშინ მედვედევმა განაცხადა, რომ ჩრდილო კავკასიაში არსებულ ვითარებას "განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება".