საქართველო წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ელ- სალვადორს ფინანსურად ეხმარება.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ, სხდომაზე მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში დაუზუსტეს, საქართველომ ელ სალვადორს 10 ათასი აშშ დოლარის დახმარება აღმოუჩინა. თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ქვეყნის ანგარიშზე უკვე გადარიცხულია.
შეგახსენებთ, რომ ელ სალვადორი წყალდიდობამ 2009 წლის ნოემბერში დააზარალა.