პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა სამართლიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას შესძლებს.
"ყველა ჩვენგანს დიდი იმედი აქვს, რომ არჩევნები დემოკრატიულად და ღიად ჩატარდება", - განუცხადა კერვალიშვილმა ჟურნალისტებს ცესკოს ახლადარჩეული თავმჯდომარის ოფიციალურად წარდგენისას.
მისივე მტკიცებით, საქართველო დაანახებს მსოფლიოს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია.