ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი თანამშრომლებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა წარუდგინა.
ხარატიშვილი მუშაობას დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუდგა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნოდ ცესკოში რეორგანიზაციას არ გეგმავს, თუმცა არჩევნების შემდეგ "გაუმჯობესებაზე იფიქრებს".
"ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია კომპეტენტური ადამიანებითაა დაკომპლექტებული, თუმცა გაუმჯობესებაზე ფიქრი ყოველთვის შეიძლება. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და რეორგანიზაციის განხორციელება არამიზანშეწონილად მიმაჩნია, არჩევნების შემდეგ კი, გარკვეული ტიპის გადახალისება მოხდება, თუმცა ცესკოს ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება", - განუცხადა ხარატიშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ცესკოს ახალი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ "საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მივაღწევთ".
"იმედი მაქვს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მივაღწევთ და ეს რეალურად, ასეც იქნება", - განმარტა მან.