საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.
ცესკოს ახალი ხელმძღვანელი საარჩევნო კომისიაში რეოგრანიზაციას ამ ეტაპზე არ გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "მისთვის პრიორიტეტული, ამჟამად, ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიულად, ეუთოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაა".
"ჩემი აზრით, რეირგანიზაცია ახლა - წინასაარჩევნო პერიოდში საჭირო არ არის. საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიონალებისგან შედგება", - განუცხადა ხარატიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, "ის უახლოეს ხანებში ჩამოაყალიბებს სამოქმედო გეგმას, რომელიც ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს".
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტმა 15 იანვარს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.