"ჩვენ არავის ვთხოვთ აღიარებას, მაგრამ ჩვენ თქვენთან ურთიერთობა თბილისის გავლით არ გვინდა", _ განუცხადა შეხვედრისას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში ვიზიტით მყოფ გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ანქვაბმა არც ის გამორიცხა, რომ აფხაზეთმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან უახლოეს მომავალში ურთიერთობა შეწყვიტოს.
"აფხაზეთი შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი ხალხით", _ განაცხადა აფხაზური მხარის ინფორმაციით ელჩმა, რომელიც გუშინ რიწის ტბაზე იმყოფებოდა და ხალხს ესაუბრებოდა. "უბრალოდ სამოთხეა. სამწუხაროა, რომ სამყარომ ცოტა იცის აფხაზეთის შესახებ", _ განაცხადა ელჩმა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ელჩი ანქვაბთან შეხვედრისას ანქვაბის აზრით დაინტერესდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.
ანქვაბმა აღნიშნა, რომ 2005 წლიდან საქართველოში აკრედიტებული საკმაოდ ბევრი რაოდენობით დიპლომატებთან ურთიერთობება მას აძლევს საფუძველს, გააკეთოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მათი პოზიცია აფხაზეთის მიმართ არ შეცვლილა.
"ჩვენ საუბრის სხვა ფორმატი უნდა ავირჩიოთ. აფხაზ ხალხს მკაფიოდ განსაზღვრული პოზიცია აქვს და მისით ხელმძღვანელობს ქვეყნის მთავრობა. ეს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაა, აქ პოლიტიკური ვაჭრობა უადგილოა და არც ჩართულობის სხვადასხვა პროგრამაზე ღირს დროის დაკარგვა", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი იზოლაციაში არ იმყოფება და რუსეთის დახმარების სწყარობით ვითარდება.
ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შეიცვალოს.
ალექსანდრე ანქვაბი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობა შეწყვიტოს