დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპის სახლში პროექტის "ერთი და მრავალსახოვანი ევროპა XX და XXI საუკუნეების ბალეტის ფონზე" მეოთხე საღამო გაიმართება.
ცეკვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში, ფილოსოფოსი და ჟურნალისტი ხათუნა მზარელუა, მოძრაობის თანამედროვე ფორმების ანალიზის ფონზე, წარმოადგენს ნაწყვეტებს სხვადასხვა თაობისა და ეროვნების ცნობილი ქორეოგრაფების - ანჟელენ პრელჟოკაჟის, ესპანელი ლა რიბოს, შვეიცარიელი ჟილ ჟობენისა და შვედი მატს ეკის - ოთხი თანამედროვე ბალეტიდან.
პროექტი ხორციელდება ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.