სეპარატისტულ აფხაზეთში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე აფხაზეთში ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გახსნაზე იმსჯელეს. სეპარატიტული აფხაზეთის ე.წ. საარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი ევროპული ქვეყანაა და ყველა მცდელობა, იგი საქართველოს დაუკავშირონ, უპერსპექტივოა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციას ოპერაციის განყოფილების უფროსი რამონ რეიგადი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ პროექტების ხელმძღვანელი ება ტროა და პოლიტიკური განყოფილების გამგე ტობიას რაიბერგი. აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
"შეხვედრაზე საუბარი მიდიოდა სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც ევროკავშირის ფინანსებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ეხებოდა. ამას გარდა, სტუმრები დაინტერესდნენ არასამთავრობოებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობით, რაზედაც მინიტრის მოადგილე ხინთბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე უფრო მოხარული იქნებოდა ევროკავშირსა და აფხაზეთს შორის ურთიერთოიბა მხოლოდ არასამთავრობოების დონეზე რომ განვითარდეს, თბილისის შუამავლობის გარეშე", _ იუწყება აფხაზური მხარე.