საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში GPI ჰოლდინგის" მიერ აშენებული ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გახსნა. ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობაზე სადაზღვევო კომპანია "GPI ჰოლდინგმა" 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საავადმყოფო 70-საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.
სამედიცინო ცენტრში პაციენტებს ყველა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ. იქ 200 კვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული, რომლებმაც გადამზადების კურსები საგანგებოდ გაიარეს.