საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კონსტანტინე გამსახურდია მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს.
როგორც გამსახურდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის დედაქალაქს ის, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე ეწვევა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვში მცხოვრებ, საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავს.
გამსახურდია შოთა კვირაიასთან, ექს-თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ თემურ კიტოვანტან და ყოფილ უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძესთან გეგმავს შეხვედრებს.
კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მოსკოვში საგამოძიებო ჯგუფის ექსპერტებიც ჩავლენ.
რუსეთში ვიზიტის შემდეგ კომისია საქართველოში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვასაც აპირებს.
კომისია პარლამენტს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ ანგარიშს თებერვალში წარუდგენს.