2006 წლის ეროვნული კრების მოწვევის საკოორდინაციო საბჭო და 2009-2010 წლების წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევის საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ეროვნული კრების ჩატარების იდეის მხარდაჭერას სთხოვს.
საქართველო-ირანის ურთიერთობების გაღრმავებაზე რამდენიმე ჯგუფი იმუშავებს
თბილისი.19.01.08."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს.
საქართველოს მთავარი დიპლომატი უკვე მიიღო მისმა ირანელმა კოლეგამ, რომელთანაც ორმხირვი ურთიერთობების საკითხის გარდა, ენერგოსექტორში თანამშრომლობაზეც ისაუბრა. დღის განმავლობაში, გრიგოლ ვაშაძე ირანის ისლამურ რესპუბლიკის სხვა უმაღლესი რანგის პირებსაც შეხვდება.
როგორც ვაშაძემ მის ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველო მიესალმება ირანის აქტიურ მონაწილეობას ენერგოპროპერქტების განხორციელებაში.
მისივე განმარტებით, საქართველო-ირანის ურთიერთობების გაღრმავებაზე 3-4 ჯგუფი იმუშავებს, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნება.
"შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღწეულია. შედეგით კმაყოფილი ვარ", - განმარტა ვაშაძემ.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში დღესვე დაბრუნდება.
"მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ ფასეულობებზე, მენტალიტეტსა და ტრადიციებზე ორიენტირებულ ყველა ძალას, შემოუერთდეს ეროვნული კრების ჩატარების იდეას", _ აღნიშნულია განცხადებაში.