უკრაინიდან ქართველი დამკვირვებლების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა.
დამკვირვებლებს შორისაა ქართული მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც დონეცკში ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ.
მათი განმარტებით, არჩევნებზე უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი სამართალდამცველები.
ქართველმა დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ საკუთარი ანგარიში უკრაინს ცესკოს საქართველოში გამომგზავრებამდე გადაუგზავნეს.