სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.
ზაზა გოროზია საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. რაიონში ხვნა-თესვის პროცესი აქტიურ ფაზაშია და მიწის დამუშავება სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერთა დახმარების პროგრამით შემოყვანილი ტრაქტორებით მიმდინარეობს. ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება გაგრძელდება და 4 ეტაპად განხორციელდება. საერთო ჯამში წლის ბოლოს ქვეყანაში 600 ერთეული ახალი სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის ტრაქტორი და 1200 მისაბმელი შემოვა.