აშშ-ის სახმელეთო ჯარებში სპეციალური დანაყოფი საგანგებო სამხედრო მომზადებას გადის. აღნიშნული სამხედრო ობიექტი პაკისტანის ბირთვულ ობიექტებს ტერორიტების იერიშისგან დაიცავს. ამერკელი სპეცრაზმელები მზად უნდა იყვნენ ბოევიკებისთვის ბირთვული მასალების წასართმევად და მათ დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ " The Sunday Times "-ი აქვეყნებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტერორისტებმა რამდენიმე მხვილი იერიში მიიტანეს პაკისტანის ამხედრო ობიექტებსა და გარბიზონებზე. რამდენიმე მათგანის ტერიტორიაზე კი ბირთვული საშუალებები ინახებოდა.
"პაკისტანში ატომური იარაღი და მსოფლიოში ექსტრემისტთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია ერთად იყრის თავს. რა თქმა უნდა, ამითი შეშფოთებული უნდა ვიყოთ",_ აცხადებს როლფ მოუეტ-ლარსენი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამრომელი და დაძენს, რომხირად ადგილი ჰქონდა არა ხოლო აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის ფაქტებს, არამედ ტერორისტთა შეღწევას ისეთ ობიექტებზე, სადაც უმნიშვნელოვანესი დაცული ობიექტები იმყოფებოდა.
"ყოველივეს უკან ტერორისტული დაჯგუფება'"ალ-ქაიდა" დგას, რომელიც აქტიურად იღწვის ბირთვული მასალის ხელში ჩაგდებისათვის", _ ამტკიცებს ლარსენი.
აღნიშნული მასალის ხელში ჩაგდების შემდეგ ტერორისტებმა, შესაძლოა, "ბინძური ბომბი" დაამზადონ. თუმცა ტერორიტებს ჯერჯერობით არა აქვთ ამ ბომბის დამზადების შესაძლებლობა. ამასთან, ტერორიტების მხრიდან არ წყდება ბირთვული იარაღის ხელი ჩაგდების მცდელობები.
ბირთვული ობიექტები დაცვა აშშ-ს იმიტომაც უძნელდება, რომ აშშ-შიც კი არ იციან პაკისტანში ყველა ბირთვული ობიექტის განლაგების ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ბირთვული არსენალის დაცვის პროგრამის თანახმად პაკისტანს უკვე 100 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარა, ბირთვული ობიექტების უმრავლესობის მონახულებაზე აშშ-ის პერსონალს უარი ეთქვა.
შეგახენებთ, რომ პაკიტანის საიდუმლო ბირთვული პროგრამა 1972 წელს დაიწყო. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ბხუტომ ქვეყნის ინჟირებისა და ფიზიკოსების წინაშე "ისლამური ატომური ბომბის" შექმნის ამოცანა დააყენა. 1998 წელს ჩაგაის პოლიგონზე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოცდა შედგა.