ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძის განცხადებით, "საქართველო გააგრძელებს უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში არჩეული".
"უკრაინა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნება არჩეული საქართველო გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას", - განაცხადა ბარამიძემ.
შახელმწიფო მინისტრიეს განმარტებით, უკრაინელი ხალხი არის "ჩვენი მეგობარი და მათთან ისეთი ურთიერთობა გვექნება როგორიც საჭიროა ქვეყნების კეთილდღეობისა და ნორმალური ევროპული მომავლისთვის".
რაც შეეხება ქართველი ჟურნალისტების დონეცკსა და კიევში ცემის ფაქტს, ბარამიძე ამას მიუღებლად მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფაქტები შესაბამისად იქნება გამოძიებული, დამნაშავეები კი დაისჯებიან.