დღეს დილით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტი ერთდღიანია, რომლის ფარგლებშიც მინისტრი უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს. უფრო კონკრეტულად, გრიგოლ ვაშაძეს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, "მეჯლისის" თავმჯდომარე ალი ლარიჯანი, უშიშროების საბჭოს მდივანი შაიდ ჯალილა და კოლეგა მინისტრი მანუჩარ მოთაქი მიიღებს.
მოლაპარაკებები გაიმართება ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების საკითხებზე.