ოფიციალური თბილისი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვებას მიესალმება.
"ჩვენთვის ნებისმიერი არჩევანი, რომელიც უკრაინელი ხალხის მიერ გაკეთდება, მისაღებია", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
ამასთან, ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-უკრაინის "მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა" არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაშიც "ისეთივე მყარი დარჩება, როგორიც ახლაა".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც გუშინ გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს.