დღეს, 18 იანვარს, 18 იანვარს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი 13:00 საათზე შეიკრიბება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ წლის პირველი სხდომა გასულ კვირას გორში გამართა.აღსანიშნავია, რომ უკვე ზეგ, 19 იანვარს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით პრემიერი ნიკა გილაური საქართველოს ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეგვიპტეში გაემგზავრება.
ქართული დელეგაცია საქართველო-ეგვიპტეს ეკონომიკური კომისიის სხდომას დაესწრება, რომელიც ქვეყანაში ეგვიპტური ინვესტიციების მოზიდვას დაეთმობა.