დღეს, 7 აპრილს, 19:00 საათზე  გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართება. პრეზენტაცია-დეგუსტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დაესწრება. 
როგორც "ჯი-ეჩ-ენს"ორგანიზატორებმა  აცნობეს, დეგუსტაციაზე  წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  სხვადასხვა  სახეობები რეგიონების  მიხედვით.