ახალი ვაქცინა შესაძლებლობას იძლევა თავიდან აიცილონ გულ-სისხლძარღვთა დაავადების წარმოქმნა. შვედმა მეცნიერებმა ლუნდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულირებას, ეს კი შესაძლებლობას იძლევა თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების წარმოქმნა.
"ვაქცინას აქვს უნარი არ დაუშვას სისხლძარღვთა კედლებზე ქოლესტერინის დალექვა. შედეგად, არ ხდება მათი შევიწროება, რაც ინფარქტის ძირითად მიზეზს წარმოადგენს", - უცხოურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება იტარ-ტასი.
მიმდინარეობს მუშაობა, რათა ვაქცინასთან ერთად წამალი აეროზოლის სახით გამოუშვან. მოსალოდნელია, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში "ინფარქტის საწინააღმდეგო აცრა" სააფთიაქო ქსელშიც შევა.