უკრაინის მილიციამ 3 დაკავებული ქართველი დამკვირვებელიც გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეცკის სამმართველოს ქართველმა დამკვირვებლებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს.
"ქართველი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე უკრაინული მედიის შტატგარეშე კორესპონდენტების სტატუსით იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მილიციას მათი დაკავების უფლება არ ჰქონდა", - განაცხადა უკრაინის შსს-ს საზოგადოების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ მაევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის მილიციამ დღეს დილით 20 ქართველი დამკვირვებელი დააკავა, თუმცა 17 მათგანი მალევე გაათავისუფლა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ქართველი დამკვირვებელი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მათ საარჩევნო უბნებზე შესვლა სცადეს.