უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით ქათამაძე უკრაინის პროკურატურას დღესვე მიმართავს, იქამდე კი, ამ საკითხთან დაკავშირებით ის სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
ქართველი დიპლომატის განმარტებით, ცესკოს წევრები პასუხისგებაში იმის გამო უნდა მიეცნენ, რომ "მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ვერ მოიცალეს".
შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უკრაინის ცესკოს არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ქათამაძე უკრაინის ცენტრალური საარჩევკო კომისიის თავმჯდომარესაც მიმართავს და მისგან მოითხოვს, "გაერკვეს დონეცკის ოლქში, ქართველი დამკვირვებლების დაკავების სიტუაციაში".
აღსანიშნავია, რომ ქართველი დიპლომატის ამ მოწოდებას ცესკოს თავმჯდომარე უკვე გამოეხმაურა და ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო სინანული გამოთქვა და განმარტა, რომ "საქმის ვითარებაშიი გაერკვევა და შესაბამის განკარგულებსაც გასცემს".