უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის ვლადიმერ შაპოვალის განცხადებით, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას ცესკოსთვის სავალდებულო ხასიათი არ აქვს.
ასე გამოეხმაურა შაპოვალი უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, ქართველ დამკვირვებლების სასარგებლოდ წუხელ გამოტანილ რიგით მეორე გადაწყვეტილებას.
"სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა", - განაცხადა შალოვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ცესკოში ამ დროისთვის ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არავითარი პროექტი არ არის შესული.
"თუკი ცესკოში რაიმე სახის პროექტი შევა, კომისია მას აუცილებლად განიხილავს", - განმარტა მან.