21-22 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს შრომით კანონმდებლობაზე "მრგვალი მაგიდა" გაიმართება.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, დისკუსიაზე განიხილება საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, მასში არსებული პრობლემატური საკითხები, სოციალური დიალოგის მიმდინარეობა და ასოციაციის თავისუფლება.
"მრგვალ მაგიდაში" მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კ. კაპიოლა.
ღონისძიებაშო მონაწილეობას მიიღებენ ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა პირები.